მენიუ
banner banner

"ყოველი ლექცია სიახლეებით იყო დატვირთული" - ნინო მუსელიანის შთაბეჭდილება

"ყოველი ლექცია სიახლეებით იყო დატვირთული" - ნინო მუსელიანის შთაბეჭდილება

 

ნინო მუსელიანმა სმარტ აკადემიაში 3D გრაფიკა - BLENDER-ის კურსი გაიარა. იგი კურსის შესახებ თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო 3D მოდელირების შესწავლა”

კურსის განმავლობაში

ვისწავლე 3D მოდელირების ძირითადი პრინციპები; ბლენდერის როგორც ზოგადი, ასევე რიგ შემთხვევაში ღრმა ფუნქციონალური და პროგრამული მექანიზმები; კომპიუტერული და სხვა დამხმარე მოწყობილობების მნიშვნელოვანი პარამეტრების გარჩევა და შეფასება. გარდა ამისა, მივიღე პრაქტიკული რჩევები ამ სფეროსა და მასთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ. ჩემთვის ყოველი ლექცია სიახლეებით იყო დატვირთული, რადგან აქამდე ამ სფეროში გამოცდილება არ მქონია.

განვივითარე უნივერსალური უნარების მონაცვლეობა - დეტალებზე ფოკუსირებიდან საერთო სურათის მასშტაბურ აღქმამდე. ასევე  ორგანიზებულობა, პრიორიტეტების დალაგება პროექტის მსვლელობის პროცესში და დროის მენეჯმენტი.

ლექტორის შესახებ

ლექტორის დამოკიდებულება და ენთუზიაზმი საკუთარი პროფესიისა და ლექციების მიმართ მთელი კურსის განმავლობაში განსაკუთრებულად მამოტივივირებელი ფაქტორი იყო. კურსის მიზნებს აჭარბებდა ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც სტუდენტებს დამატებით უზიარებდა. გარდა ამისა, მისი უნარი, ახსნას საკითხები ყველასთვის გასაგები ფორმულირებით და დიდი მოთმინებით, ჩემთვის, როგორც ამ სფეროში სრულიად გამოუცდელი ადამიანისთვის, დიდი კომფორტი იყო.

გამორჩეული ლექცია

განსაკუთრებით საინტერესო იყო ანიმაციების შექმნის პრინციპებთან შეხება. ლექციები ინტერაქციული ხასიათის იყო და ამიტომ ყველა მათფანი საინტერესო და ინფორმაციული იყო. გამოვარჩევდი ბოლო ლექციას, რომელზეც რჩევები მივიღეთ დამატებითი რესურსების მოსაძიებლად და მომავალი განვითარებისთვის. 

კურსის დასრულების შემდეგ

არ შემიწყვეტია განვითარება - თავიდან დავიწყე ჩანაწერების მოსმენა და დამოუკიდებელი პრაქტიკა.

პროფესია - 3D გრაფიკოსი

ნებისმიერი სახის შემოქმედების ინსტრუმენტი არის ტექნოლოგია ამა თუ იმ ფორმით. მე კი მაქსიმალურად მინდა გამოვიყენო ყველა ის მექანიზმი, რომელთაც დღევანდელი სამყარო გვთავაზობს.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია ჩემი პირველი ძვირფასი გამოცდილებაა სრულიად ახალ, უსაზღვრო სამყაროში. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.

დარეგისტრირდი 3D გრაფიკა - BLENDER-ის კურსზე აქ.



სხვა სტატიები

ყველა სტატია